erisioniსაქართველოს ხალხური, სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ერსიონი, რუსეთში ქართველი და რუსი პუბლიკის წინაშე მართავს კონცერტებს, რათა კიდევერთხელ დაარწმუნოს ოკუპანტი ერი, საქართველოს ფოკლორულ განვითარებაში,უდრეკ სულში და პატრიოტიზმში! კონცერტები გაიმართა: როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში . “ერისიონმა” დასკვნითი 2 კონცერტი მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში ჩაატარა, რამაც დიდი აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვა ქართულ ინტელიგენციაში, მაგრამ ეს კრიტიკა თვალნათლივ ჩანს, რომ მიმართული იყო, არა ხელოვნების, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი. ჩემი აზრით, არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ქართველიე ერის წინაშე და არც საბოდიშო არ აქვს არაფერი ანსამბლის ხელმძღვანელობას. ეს იყო კერძო, კომერციული ხასიათის კონცერტი და ის არ ატარებდა შერიგების ან კოჰააბიტაციის ხასიათს ქვეყნებს, შორის, თუმცა არც ის იქნება      დანაშაული და მეტ დიდიდებას შესძენს ანსამბლს, რომ ისე განვიხილოთ თითქოს ეს იყო რუსეთისათვის დამტკიცება იმის, რომ ქართველები შეუდრიკავი და პატრიოტი ერი ვართ! ღია ეთერში კარგად განიხილეს კონკრეტული ფაქტი და ბვერი არგუმენტიც იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არაა დანაშაული და პირიქით კარგია!
59145kaxaaaარ შემიძლია არ გავაკრიტიკო ბატონი კახა ბენდუქიძე, მართლაც ,,იუდა”……… გაჩუმდა და ხმა ვეღარ ამოიღო, როდესაც პატრიარქის მენეჯერმა შეახსენა სად იყო როდესაც საქართველოს ოკუპაციისთვის გეგმები ისახებოდა და ვისი მრჩეველი იყო და ახლა ეს ადამიანი, რომელსაც არ გაჩნია არანაირი მორალური უფლება იმის, რომ გააკრიტიკოს ვინმე რუსეთთან მიმართებაში რაიმე ნაბიჯის გადადგმის გამო,გამოდის და წარბ შეუხრელად აკრიტიკებს სახელმწიფო ანსამმბლს.ასევე შეგვიძლია საპატიო ადგილიც მიუჩინოთ რუსული ფულებით გაზულუქებულ გამდიდრებული ადამიანების სიაში………

  ბატონო კახა მადლიერების გრძნობა მაინც გქონდეთ ამ ქვეყნის მიმართ ,ამ ქვეყანამ, ხომ თქვენ გავლენიანი ადამინი გაგხადათ!

benduqize-chergoleishvili_1001

ეს არის ქალბატონო თამარ გართობა (თქვენეული)

ხელოვანები ყველაზე სუფთა და უმწიკლონი არიან ქვეყნის სამსახურში, ისინი არიან ადამიანები, ვინც ქმნის კულტურას, რაზეც თაობები უნდა აღიზარდონ ღირსეულად და ამ დროს თამარ ჩორგოლეიშვილი გამოდის და საზოგადოების ამ ნაწილს ასახელებს ისე, თითქოს ისინი, ვინმეს ართობდნენ, ამითი ნათლად უსვამს ხაზს იმას, რომ მისთვის ხელოვნება და ზოგადათ კულტურა გართობაა და მეტი არაფერი (თუმცა ცხადია რაუნდა იქ ნაციონალს სადაც სულის სისპეტაკეზე და პატრიოტიზმზეა საუბარი) ,ამიტომ მინდა განუმარტო ქალბატონ თამარს, რომ კულტურა არის უდიდესი განძი ქვეყნის და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, რადგან ქვეყნას, რომელსაც კულტურა და ხელოვნება არ გაჩნია ის ქვეყანა არაა, ის განვითარებული მსოფლიოს ნაწილი არ არის, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნატოში, გვინდა ევროკავშირში და ასე შემდეგ….. უნდა ვაღიაროთ ქალბატონო თამარ თქვენდა სამწუხაროთ, რომ საქართველო უდიდესი ხელოვნების მატარებლია!
გართობას რაც შეეხება ესეც, შემიძლია განგიმარტოთ, გართობა არის, ის ღრეობანი, რომელსაც ბოლო პერიოდში თქვენ და თქვენი პრეზიდენტი აქტიურად ეწეოდით, რაც ამავდროულად, უკვე მარაზმულ ხასიათსაც ატარებდა……. აი ესა გართობა და არა ის რომ მიხვდე : თამარ გვერდწითელის, ან ირმა სოხაძის და არამინდა გავრძელო მეშინია ვინმე არ გამომრჩეს, კონცერტზე და მიიღო ერთგვარი სულიერი საზრდო, აიმაღლო ინტელექტი და სახლში ,,გართობილი” კი არა განათლებული , ინტელიგენტი დაბრუნდე!

პ.ს. რუსეთი 21 საუკუნის ყველაზე დიდი ოკუპანტია!

2 thoughts on “ერისიონი – გადათელილი პატრიოტიზმი

  1. polemos0108

    ერისიონი, რომ კრემლში იცეკვებს ამით რა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბება?
    ფულის პონტი იყო და ერისიონი მაგიტომ წავიდა რუსეთში და ნუ იტყვის ჭკუასელი ამით ორ ერს შორის ურთიერთობას ვათბობთო.

    1. presgeo Post author

      გეთანხმები ნაწილობრივ კი ეს იყო კომერციული თვალსაზრისით გათვილი კონცერტი, მაგრამ თემამიყავთ სულ სხვანაირად .. და ესა გულსატკენი და გასაბრაზებელი… ეს იყო და იქნება ერთი ჩვეულებრივი კონცერტი, რომელმაც სავარუდოთ ორივე მხარეს მოუტანა კომერციული თვასაზრისით მოგება, მაგრამ აქ ისაც უნდა აღინიშნოს, რომ რაღაც მომენტით ქართული სულიერი სიმაგრე და პატრიოტიზმიც ვლინდება 🙂

დატოვე კომენტარი