Author Archives: presgeo

sublati-nina-warrior ქართველები სიახლეებს ან ვინმეს წარმატებას, რომ ცუდად ვიტანთ და ჩვენზე ისე მოქმედებს თითქოს გველმა გვიკბინა, ეს გასაგებია თუმცა,   ის რაც  ევროვიზიის  და   ნინა  სუბლატის გარშემო ხდება ეს უკვე ნამეტანია.
ძნელი არ არის იმის  აღიარება, რომ ეს ადამინი არის  ნიჭიერი მომღერალი, რომელმაც   არაჩვეულებრივად გაართვა  თავი  დაკისრებულ მოვალეობას.

      მე როდესაც , ვუყურებდი მას ,სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან   შეიძლება ითქვას, დიდი ხანია საქართველო ასე ღირსეულად აღარ წარდგენილა  აღნიშნულ  კონკურსზე.nina-nina-sublati
ზოგადად ,ალბათ ადამიანების ბუნებაა ასეთი, ყველაფერში ვეძებთ უარყოფითს და ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ვიპოვოთ ან თუ ვერ ვიპოვით შევქმნათ მაინც!
ღვთის წყალობით ნინას ვოკალურ შესაძლებლობებში, ეჭვი არავის შეეპარა, ამიტომ ბევრი ეძებეს თუ ცოტა მავანნმა მაინც იპოვა სალაპარაკო თემა და მისი ესოდენ მიმზიდველი კოსტიუმი სამსჯავროზე გამოიტანა, გასახილველად და მას „დემონი“ უწოდა, რატომ ? ეს მართლაც გაგუგებარია, რადგან მან წარმატებით განასახიერა მემომარი ქალი, რომელსაც სიმღერის შინაარსი გულისხმობდა! (ეს მათთვის ვისაც დღემდე ვერ გაუგია სიმღერა რაზე იყო და მაინც უტიფრად ამტკიცებს, რომ მისი გამოსვლა არფარად არ ვარგოდა).
მესმის , რომ ყველამ განვიცადეთ საქართველოს მე-11 ადგილზე გასვლა, თუმცა ეს რომ ტრაგედია არაა მემგონი ყველამ უნდა გავიაზროთ, რადგან ისეთი დიდი და გავლენიანი ქვეყნები, როგორიც ინგლისი და გერმანიაა ბოლო ადგილს დასჯერდნენ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კონკურსი ნამდვილად „ა “პოლიტიკური არაა და მასში დიდია, გათვალისწინება ,ზოგადად ამათუ იმ ქვეყნის პოლიტიკური კლიმატის , ამიტომ ბოღმის ნთხევას და არაფრის მომტანი სიტყვების რახარუხს, სჯობს სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გავიხაროთ იმით რაც გვაქვს. d7d8662d475f8ae4cc18960fe4ef9a63

პ.ს გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს და ღმერთმა ქნას მალე სრული ტერიტორიული დამოუკიდებლობაც გვღირსებოდეს!

 

     431fb80753a7861d2f130a78426385b9სიყვარულის დღე 14 თებერვალი, ეს ყველა შეყვარებულისათვის განსაკუთრებულ დღედ ითვლება, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ეს კათოლიკურ ეკლესიას და კათოლიკ წმინდანს უკავშირდება, იგივე ვალენტინს, ეს ისტორია შემდეგ ნაირია:
ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს
ლუპერკალია – ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-ს დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს ცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო.
494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი 1თებერვალს სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი; ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა. ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.08075f97eea80b0727d6c973a333cdb2

 1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”.

ეს ისტორია, ცხადჰყოფს, რომ ჩვენ მართლმადიდებლებს, არ უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, ავღნიშნოთ ეს დღესასწაული, რადგამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველი დღე სიყვარულისა, რადგან თვით უფალია სიყვარული და სათნოება.
ყველას, განურჩევლად ასაკისა თუ სტატუსისა, შეუძლია უყვარდეს, შეიყვაროს ან უბრალოდ მოსწონდეს ნებისმიერ დღეს და ნებიმიერ ადგილიას, ამიტომ არ არის აუცილებელი ჩვენი სიყვარული ან სიმპატია გამოვხატოდ ყველაზე, მძაფრად 14 თებერვალს. ღვთის შეწევნითა და მადლით ნუ შეინახავთ და ნუ დაელოდებით ამ დღეს, აჩუქეთ ერთმანეთს სითბო, სიყვარული და ყურადღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.1360811307_32

      უახლოესი წარსულიდან, მოგვეხსენბა საქართველომ რა გზა განვლო და რა გზას გადის, მძიმე, ტკივილით და ტანჯვით დახუნძლული. საქართველომ გაიარე ეს გზა, რომელსაც უკრაინა გადის და ამ ტანჯვით მოახერხე დაახლოვებულიყო ევროპას და თავი დაეხწია დიდი ბელადისგან სახელად კრემლი.
    საქართველოს და ქართველებს გვასხსენებს იმ განცდილ ტკივილს, რომელსაც არც თუ დიდი ხანია დავახწიეთ თავი და თითქოსდა სამშვიდობოს გამოვედით.
    უკრაინის მმათველი ძალა, განწირულია მისი ეპოქა დასასრულს მიუხალოვდა სადაცაა ფინალიც იქნება, ახლა მხოლოდ ისღაა დარჩენილი თავი გადაირჩინოს და გაიქცეს დამფრთხალი ძაღლივით, მაგრამ რაქნას, რომ თავს ზემოთ ძალა არ აქვთ, რადგან ისინი მარიონეტები არიან, მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტები და იმაზე არიან დამოკიდებულნი, თუ დიდი რუსეთი რას უბრძანებს!
   სრულიად უკრაინის მოსახლეობას, ვუთანაგრძნობ , ვუსურვებ გაძლიერდნენ , არ გატყდნენ , ისინი აუცილებლივ გაიმარჯვებენ და დაამარცხებენ მარიონეტულ ხელისუფლებას! ukraina    

images   დიდდება უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ისინი ჩვენი თანამოძმენი არიან, ისისნი გადიან იმ გზას რაც  ჩვენ რამოდენიმე წლის წინ გავიარეთ!

 

 

 

majdan-0212

a20030  რთულია, დაიწყო პოსტის წერა და შეეხო ასეთ მტკინვეულ საკითხს რაც პატიმრობა და პატიმრებია, ჩვენთვის ციხის მიღმა მყოფებს გვიჭირს გავიგოთ მათი ტკივილი და განცდები, ამიტომაც სოციუმი მათთვის მკაცრი და დაუნდობელია,რამ დამანახე ესს? ჩემმა დაკვირვებამ არა და ან ამაზე დიდიხნის ფიქრმა ეს დამანახა ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის კვლევავ,ჩემთვის მისაბაძმა პიროვნებამ.. მისი ნაშრომის წაკითხვის შემდეგ რაღაც სხვანაირად შევხედე ამ ადამიანებს, უფრო მეტად გავიგე მათი ვიდრე აქამდე მესმოდა და ასე შემდეგ..
    ქალები და ისევ ქალები, არსებები სამყაროში რომლებიც არაიან დაუცვლენიი და მუდმივათ მართვის ობიექტივები, და თუ ეს ქალი პატიმარია მისი ცხოვრება დანგრეულია, მისი მომავალი ბუნდოვანი და უკვალოa… ეს ყველაფერი კი სოციუმის ბრალია ადამინების, რომლებმაც ოდესღაც აიძულეს ეს ადამინი გაეკეთებია ის რაც არუნდა გაეკეთებინა, სწორედაც არაუნდა გეკეთებინა, რადგან სხვისი განკითხვა ჩვენთვის ადავილია მარტივი მიზეზის გამო უბრალოდ ვართ მოკვდავნი, და არ ვაცნობირებთ მეტნაკლებათ ჩვენს ქმედებებს!02627d45629b
ეს არაჩვეულებრივი, გენდერული კვლევა მთლინად ქალ პატიმრებს ეძღვნება და დასახულია გადაჭრის მეთოდები, მაგრამ ცუდია ის რომ კვლევა კვლევად რჩება და შეცვლისკენ კი ნაბიჯი არ იდგმევა,,,
 ამ კვლევის მთავარი მიზანი და არსი, რა არის, რომ შეიქმნას რებილიტაციის ცენტრები და მათთან ერთდ დასაქმების სააგენტოებიც ან მსგავსი, რამ რაც გაუწევს დახმარებას ამ კატეგორიის ადამინებს, მოდით ერთი დავფიქრდეთ ადამინი, რომელიც გამოდის ციხიდან მან რაუნდა გააკეთოს?არაფერი! მისი მიზანი შეიძლება მალევე გახდეს უკან დაბრუნება… ეს არაა სისუტე ეს უბრალოდ გადარჩენის ძიებაა, რადგან ეგრეთწოდებული პატიოსანი ადამინები ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეეცდებიან, რომ შეახსენონ – შენ ყოფილი პატიმარი ხარ! ეს კი დიდი ფსიქოლოგიური წნეხია, რომელსაც შეუძლია ადამინი თვითმკვლეობამდეც მიიყვანოს!
    ჩემი აზრით, თიოთოეული ადამიანი თუ მივხედავთ საკუთარ პირად ცხოვრებას და არ ჩავერევით სხვის პირადში, მაშინ ყველა და ყველაფერი დალაგდება— ეს კი ამ საკითხისკენ გადადგმული სულ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება!1354894184_get_img

      ენა – ეროვნულობა, კომუნიკაცია, კულტურა, აზროვნება ეს არის სამყაროს სრულფასოვანი შეცნობის ერთადერთი საშუალება, ენაშემკვრელია ადამინის ცხოვრების, ის სრულყოფილებაა, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს, რადგან სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საკითხია. ენა პატრიოტიზმის მტავარი ელემენტია, რომელიც ესოდენ რთულია შეინარჩუნო უცხომხარეში და თუ ეს მოახერხე ის ადამინი „გმირია“ საკუთარი სამშობლოსი.ilia-wavwavaze-piece-2008-09-21-0395652631 ჩემი აზრით, ენის სიყვარული, ენის სულისკვეთება ყველაზე კარგად ვლინდება აზიურ „სისხლში“ ევროპელებისგან განსხვავებით, რადგან აზიელები მეტი პატრიოტიზმით, მეტი თავდადებით და სულისკვეთებით გამოირჩევიან. ენაში კი ეს ყოველივე შესაძლებელია დაინახო.
ჩვენ ქართველები, ვფიქრობ მეტად ვხდებით და სიღრმისეულად ვიაზრებთ ენის კულტურას, მის სილამზესა და უდიდეს მნიშვნელობას ადამინის ცხოვრებაში. მშობლიური ენა თითზე ჩამოსათვლელ ხალხებს თუ გაუხდიათ ცხოვრების თანამგზავრათ და უპირველეს ენად და მათ შორის ვფირობ, ჩვენ ქართველბიც მოვიაზრებით, რადგან მისი მნიშვნელობა ყველაზე კარგად გვესმის და ამის დამტკიცება ჩვენი პოეზით ყველაზე კარგად შეგვიძლია..

„მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერით გადმოჰქუხ ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სასმშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“
(რაფიელ ერისთავი)

ქართული ენა ჩემში სრულიად განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს ჩემში, ალბათ ეს სუბიექტურია, რადგან ქართველი ვარ, მაგრამ არა ქართული ენა ღირსია ვფირობდეთ ასე, მან შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, გაუძლო: შაჰაბას, თემუ-ლენგს, და მრავალ სხვას, მაგრამ მოვიდა დღემდე ისეთივე ლამაზი, მშვენიერი და უფრომეტად დახვეწილიც , როგორიც უწინ გახლდათ.
ქართული ენა ტკივილიანი, სისიხლით შენარჩუნებული ენაა, რომელმაც არ დაკარგა ის სამი ძირი  „ ენა ,  მამაული,  სარწმუნოება “   და რჩება სამარადისოდ მათი განუყოფელი ნაწილი.  

601756_414172108682144_48372030_n

საქართველო, რომ რადიკალიზმის ქევყანაა ეს არ ახლია, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ის რაც დღეს მოხდა….
 პასუხისმგებლობა კი უნდა დაეკისროთ ორგანიზაცია „იდენტობას“, რადგან მათ უნდა გაეთვალათ შესაძლო მოვლენები,     რაც შეიძლება მომხდარიყო დღევანდელ აქციაზე და რაც მოხდა კი ყველამ დავინახეთ ნათლად:( Continue reading

7 Kocalı hürmüz fsozbalkan 38  თვეზე მეტი იქნება, რაც თურქულმა სერიალმა საქართველოს მოსახლეობის, უმრავლესობის გულები დაიპყრო, სერიალი გამოირჩევა ყველა დანარჩენი სერიალებისგან ტრადიციებით, რომელიც ძირითადი ნაწილია სერიალის, ახლა   გარჩევას არ დავიწყებ, მინდა იასემინის შესახებ მოგიყვეთ, იგივე ნურგულ იესილჩეის , მოკლე ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ:)    Continue reading