Category Archives: ხელოვნება

sublati-nina-warrior ქართველები სიახლეებს ან ვინმეს წარმატებას, რომ ცუდად ვიტანთ და ჩვენზე ისე მოქმედებს თითქოს გველმა გვიკბინა, ეს გასაგებია თუმცა,   ის რაც  ევროვიზიის  და   ნინა  სუბლატის გარშემო ხდება ეს უკვე ნამეტანია.
ძნელი არ არის იმის  აღიარება, რომ ეს ადამინი არის  ნიჭიერი მომღერალი, რომელმაც   არაჩვეულებრივად გაართვა  თავი  დაკისრებულ მოვალეობას.

      მე როდესაც , ვუყურებდი მას ,სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან   შეიძლება ითქვას, დიდი ხანია საქართველო ასე ღირსეულად აღარ წარდგენილა  აღნიშნულ  კონკურსზე.nina-nina-sublati
ზოგადად ,ალბათ ადამიანების ბუნებაა ასეთი, ყველაფერში ვეძებთ უარყოფითს და ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ვიპოვოთ ან თუ ვერ ვიპოვით შევქმნათ მაინც!
ღვთის წყალობით ნინას ვოკალურ შესაძლებლობებში, ეჭვი არავის შეეპარა, ამიტომ ბევრი ეძებეს თუ ცოტა მავანნმა მაინც იპოვა სალაპარაკო თემა და მისი ესოდენ მიმზიდველი კოსტიუმი სამსჯავროზე გამოიტანა, გასახილველად და მას „დემონი“ უწოდა, რატომ ? ეს მართლაც გაგუგებარია, რადგან მან წარმატებით განასახიერა მემომარი ქალი, რომელსაც სიმღერის შინაარსი გულისხმობდა! (ეს მათთვის ვისაც დღემდე ვერ გაუგია სიმღერა რაზე იყო და მაინც უტიფრად ამტკიცებს, რომ მისი გამოსვლა არფარად არ ვარგოდა).
მესმის , რომ ყველამ განვიცადეთ საქართველოს მე-11 ადგილზე გასვლა, თუმცა ეს რომ ტრაგედია არაა მემგონი ყველამ უნდა გავიაზროთ, რადგან ისეთი დიდი და გავლენიანი ქვეყნები, როგორიც ინგლისი და გერმანიაა ბოლო ადგილს დასჯერდნენ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კონკურსი ნამდვილად „ა “პოლიტიკური არაა და მასში დიდია, გათვალისწინება ,ზოგადად ამათუ იმ ქვეყნის პოლიტიკური კლიმატის , ამიტომ ბოღმის ნთხევას და არაფრის მომტანი სიტყვების რახარუხს, სჯობს სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გავიხაროთ იმით რაც გვაქვს. d7d8662d475f8ae4cc18960fe4ef9a63

პ.ს გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს და ღმერთმა ქნას მალე სრული ტერიტორიული დამოუკიდებლობაც გვღირსებოდეს!

 

7 Kocalı hürmüz fsozbalkan 38  თვეზე მეტი იქნება, რაც თურქულმა სერიალმა საქართველოს მოსახლეობის, უმრავლესობის გულები დაიპყრო, სერიალი გამოირჩევა ყველა დანარჩენი სერიალებისგან ტრადიციებით, რომელიც ძირითადი ნაწილია სერიალის, ახლა   გარჩევას არ დავიწყებ, მინდა იასემინის შესახებ მოგიყვეთ, იგივე ნურგულ იესილჩეის , მოკლე ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ:)    Continue reading

erisioniსაქართველოს ხალხური, სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ერსიონი, რუსეთში ქართველი და რუსი პუბლიკის წინაშე მართავს კონცერტებს, რათა კიდევერთხელ დაარწმუნოს ოკუპანტი ერი, საქართველოს ფოკლორულ განვითარებაში,უდრეკ სულში და პატრიოტიზმში! კონცერტები გაიმართა: როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში . “ერისიონმა” დასკვნითი 2 კონცერტი მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში ჩაატარა, რამაც დიდი აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვა ქართულ ინტელიგენციაში, მაგრამ ეს კრიტიკა თვალნათლივ ჩანს, რომ მიმართული იყო, არა ხელოვნების, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი. ჩემი აზრით, არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ქართველიე ერის წინაშე და არც საბოდიშო არ აქვს არაფერი ანსამბლის ხელმძღვანელობას. ეს იყო კერძო, კომერციული ხასიათის კონცერტი და ის არ ატარებდა შერიგების ან კოჰააბიტაციის ხასიათს ქვეყნებს, შორის, თუმცა არც ის იქნება      დანაშაული და მეტ დიდიდებას შესძენს ანსამბლს, რომ ისე განვიხილოთ თითქოს ეს იყო რუსეთისათვის დამტკიცება იმის, რომ ქართველები შეუდრიკავი და პატრიოტი ერი ვართ! ღია ეთერში კარგად განიხილეს კონკრეტული ფაქტი და ბვერი არგუმენტიც იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არაა დანაშაული და პირიქით კარგია!
59145kaxaaaარ შემიძლია არ გავაკრიტიკო ბატონი კახა ბენდუქიძე, მართლაც ,,იუდა”……… გაჩუმდა და ხმა ვეღარ ამოიღო, როდესაც პატრიარქის მენეჯერმა შეახსენა სად იყო როდესაც საქართველოს ოკუპაციისთვის გეგმები ისახებოდა და ვისი მრჩეველი იყო და ახლა ეს ადამიანი, რომელსაც არ გაჩნია არანაირი მორალური უფლება იმის, რომ გააკრიტიკოს ვინმე რუსეთთან მიმართებაში რაიმე ნაბიჯის გადადგმის გამო,გამოდის და წარბ შეუხრელად აკრიტიკებს სახელმწიფო ანსამმბლს.ასევე შეგვიძლია საპატიო ადგილიც მიუჩინოთ რუსული ფულებით გაზულუქებულ გამდიდრებული ადამიანების სიაში………

  ბატონო კახა მადლიერების გრძნობა მაინც გქონდეთ ამ ქვეყნის მიმართ ,ამ ქვეყანამ, ხომ თქვენ გავლენიანი ადამინი გაგხადათ!

benduqize-chergoleishvili_1001

ეს არის ქალბატონო თამარ გართობა (თქვენეული)

ხელოვანები ყველაზე სუფთა და უმწიკლონი არიან ქვეყნის სამსახურში, ისინი არიან ადამიანები, ვინც ქმნის კულტურას, რაზეც თაობები უნდა აღიზარდონ ღირსეულად და ამ დროს თამარ ჩორგოლეიშვილი გამოდის და საზოგადოების ამ ნაწილს ასახელებს ისე, თითქოს ისინი, ვინმეს ართობდნენ, ამითი ნათლად უსვამს ხაზს იმას, რომ მისთვის ხელოვნება და ზოგადათ კულტურა გართობაა და მეტი არაფერი (თუმცა ცხადია რაუნდა იქ ნაციონალს სადაც სულის სისპეტაკეზე და პატრიოტიზმზეა საუბარი) ,ამიტომ მინდა განუმარტო ქალბატონ თამარს, რომ კულტურა არის უდიდესი განძი ქვეყნის და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, რადგან ქვეყნას, რომელსაც კულტურა და ხელოვნება არ გაჩნია ის ქვეყანა არაა, ის განვითარებული მსოფლიოს ნაწილი არ არის, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნატოში, გვინდა ევროკავშირში და ასე შემდეგ….. უნდა ვაღიაროთ ქალბატონო თამარ თქვენდა სამწუხაროთ, რომ საქართველო უდიდესი ხელოვნების მატარებლია!
გართობას რაც შეეხება ესეც, შემიძლია განგიმარტოთ, გართობა არის, ის ღრეობანი, რომელსაც ბოლო პერიოდში თქვენ და თქვენი პრეზიდენტი აქტიურად ეწეოდით, რაც ამავდროულად, უკვე მარაზმულ ხასიათსაც ატარებდა……. აი ესა გართობა და არა ის რომ მიხვდე : თამარ გვერდწითელის, ან ირმა სოხაძის და არამინდა გავრძელო მეშინია ვინმე არ გამომრჩეს, კონცერტზე და მიიღო ერთგვარი სულიერი საზრდო, აიმაღლო ინტელექტი და სახლში ,,გართობილი” კი არა განათლებული , ინტელიგენტი დაბრუნდე!

პ.ს. რუსეთი 21 საუკუნის ყველაზე დიდი ოკუპანტია!

ბერა

დღეს დინამოს სტადიონზე, გაიმართა ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტი, კონცერტეს უამრავი ადამიანი დაესწრო ,თითქმის სრულადშეივსო სტადიონი, კონცერტზე ასევე იმღერეს ამარიკელმა მომღერლბმა ეს ბერას სურპრიზი იყო ქართველებისათვის,ასევე კონცერტზე სიტყვით გამოვდა კახი კალაძე და სრულიად ქრათველს ერს გულითადად მიესალმა.
   

  შთამბეჭდავი იყო ლაზერშოუ და ბოლოს ფეირვერკი, რომელმაც ულამაზესი და დაუვიწყარი გახადა საღამო! ბერამ პირობა მისცა ქართველებს, რომ ეს მხოლოდ, დასაწყისი არის და ასეთი საღამოები კიდევ ხშირად გაიმართება, ასევ განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს გამოვა ახალი ალბომი , რომელსაც  ქართველებს უძღვნის და მათ საჩუქრად გადასცემს. განაცხადა, რომ საქართველოში კომერციული მიზნები,  არ აქვს დასახული.

საღამომ ექსესების გარეშე ჩაიარა, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი  წამოვიდა კონცერტიდან!

უჩვეულო გამოფენა:)

დღევანდელი დღით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, რადგან გამოფენაზე ვიყავი, მე ვთვლი ეს იყო უჩვეულო გამოფენა ეს იყო სურათები რომლებიც ყინულში იყო წარმოდგენილი, მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ პროფესიონალ თუ არა პროფესიონალ ფოტოგრაფს,დიდსა თუ პატარას, იმედია ასეთი აქციები კიდევ გამეორდება და მთელ ქვეყანას მოიცავს 🙂
ეხლა მე როგორ მოვხვდი, შეიძლება ითქვას კავკასიის უნივერისტეტმა დამპატიჟა,რაც, რომ არ მოგატყუოდ საისაომოვნო იყო :დ მივესალმები ამ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას რაც აქციაში მონაწილეობით გამოიხატა . მედიის სკოლის სტუდენტებმა იქ წარმოადგინეს თავისი ნაშრომები, გააკეთეს სიუჟეტი და ასე შემდეგ..
ასევე თუ არ ვცდები იყო პრიზები ამ უნივერსიტეტის თაოსნობით პროფესიონალი ფოტოგრაფები შეარჩევდნენ საუკეთესო სურათს და დაიჯილდოვებდნენ პატარა საჩუქრებით და გადასცემდნენ სიგელებს..
აქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნება არ უნდა მიეცეს დავიწყებას! ამ ბოლოდროს ძალიან აქტუალური გახდა ფოტოგრაფია და პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფების რიცხვმა იმრავლა რაც მისასალმებელია 🙂
ასეთ აქციებში უნდა ჩართოს.. არა მარტო ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება არამედ თუნდაც სხვა უნივერსიტეტები, სკოლები და უბრალოდ კომპანიები და ასეთი აქცები უნდა გახდეს მაშტაბური და მოიცვას მთელი ქვეყანა…

მე პირადათ მივესალმები კავკასიის მედიის სკოლას,რადგან მათი ნაბიჯი არ არის უბრალო! მათ თავისი მონაწილეობით ერთგვარად ხელი შეუწყეს ამ აქციის პოპულარიზაციას:)

ახლა კი შემოგთავაზებთ “ყინულოვან სურათებს” :):)

“ხელოვნება” ანუ ქუთაისური მენტალიტეტი

საქართველოს ერთ-ერთი ქალაქი ქუთაისი, რომ გამოირჩეოდა ეგრეთწოდებული “კაი ბიჭობით” და ” ქურდული მენტალიტეტით” კი ვიცოდი და ეგ ქალაქი ჩემში ყოველთვის არაცივილიზებულ ქალქად ასოცირდებოდა (მეტნაკლებად), მაგრამ 21 საუკუნეში დემოკრატიულ უღელ შებმულ ქვეყანაში თუ მოხდებოდა ფოტოგრაფის ასეთი დისკრიმინაცია როგორიც რამოდენიმე დღის სწინ ეგრეთ წოდებულმა ” კაი ბიჭებმა ” გაკეთეს არ მეგონა..
არ არის გამორიცხული, სადაო თემა აღმოჩნდეს ჩვენთან ქართველბში ის რომ ფოტოგრაფს აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ის რაც უნდა და სადაც უნდა … ჩემია აზრით კი და ალბათ საზოგადოების უმეტესი ნაწილიც უნდა დამეთანხმოს (ყოველი შემთხვევისთვის ასე მგონია) . საკითხავია ის რატომ გააკეთეს ეს იმიტომ რომ თავი შეურაწყოფილად იგრძნეს და ჩათვალეს რომ ამით თავიანთ მშობლიურ ქალაქს ვიღაც ფოტოგრაფმა ამით შეურაწყოფა მიაყენა და მთელი ქუთაისის მენატლიტეტი შელახა თუ უბრალოდ ” კაი ბიჭები ” იყვენენ რომლებმაც ვიღაცის ან რაღაცის გულისთვის წარმოაჩინეს თავისი “ვაჟკაცობა” და თავისი გაისწორეს..
მოკლედ მეც კარგად არ ვიცი რისთვის ან ვისთვის გააკეთეს ასეთი რამ მაგრამ მათი წინაღმდეგობის მიუხედავად ფოტოებიც გადაიღო და მოდელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა .

პ.ს თუმცაკი რაუნდა გაგვიკვრდეს ერთი სიტყვით ეს ხომ საქართველოა და ჩვენ ხომ ქართველები ვართ სუფთა სისიხლის კავკასიელები და უბრალოდ ასეთი რამ ჯერ კიდევ მხოლოდ უფანჯრო, უკარებო ,ოთახებში ხდება :დ::დ:დ:დ