431fb80753a7861d2f130a78426385b9სიყვარულის დღე 14 თებერვალი, ეს ყველა შეყვარებულისათვის განსაკუთრებულ დღედ ითვლება, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ეს კათოლიკურ ეკლესიას და კათოლიკ წმინდანს უკავშირდება, იგივე ვალენტინს, ეს ისტორია შემდეგ ნაირია:
ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს
ლუპერკალია – ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-ს დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს ცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო.
494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი 1თებერვალს სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.
ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი; ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა. ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.08075f97eea80b0727d6c973a333cdb2

 1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”.

ეს ისტორია, ცხადჰყოფს, რომ ჩვენ მართლმადიდებლებს, არ უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, ავღნიშნოთ ეს დღესასწაული, რადგამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველი დღე სიყვარულისა, რადგან თვით უფალია სიყვარული და სათნოება.
ყველას, განურჩევლად ასაკისა თუ სტატუსისა, შეუძლია უყვარდეს, შეიყვაროს ან უბრალოდ მოსწონდეს ნებისმიერ დღეს და ნებიმიერ ადგილიას, ამიტომ არ არის აუცილებელი ჩვენი სიყვარული ან სიმპატია გამოვხატოდ ყველაზე, მძაფრად 14 თებერვალს. ღვთის შეწევნითა და მადლით ნუ შეინახავთ და ნუ დაელოდებით ამ დღეს, აჩუქეთ ერთმანეთს სითბო, სიყვარული და ყურადღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.1360811307_32

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s